სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:  დაბინძურებული გარემო ეკოლოგიური კატასტროფის საწინდარია

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჯანმრელობის საწინდარია.

3. პროექტის აქტუალობა: დღეს დიდი კატასტროფის წინაშეა საზოგადოება გარემოს დაბინძურების გამო.თითოეულმა ჩვენგანმა არ ვიცით  გაფრთხილება , არ ვითვალისწინებთ თუ როგორი კატასტროფა  შეიძლება გამოიწვიოს ჩვენმა არასწორმა გადადგმულმა ნაბიჯმა. 
   ეს პროექტი მოსწავლეებს ნათლად დაანახვებს დაბინძურებული გარემოს საფრთხეებს და მომავალში გაითვალისწინებენ გარემოს გაფრთხილებას  და სისუფთავის შენარჩუნებას.

4. პროექტის მიზნები: 
      მოსწავლეები პროექტისთვის  მოიძიერბენ მასალას
    გამოუშვებენ გაზეთს და გააკეთებენ სლაიდ შოუს
    
      ორივე ჯგუფი გააკეთებ პრეზენტაციას (გაზეთი და სლაიდ შოუ)

      მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემოს დაცვისა და გაფრთხილების უნარი. 

      თანამშრომლობის უნარ-ჩვევის განვითარებას

5. მონაწილეთა ასაკი: მეშვიდე  კლასი

6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
      კედლის გაზეთი
      ფოტომასალა
      საპრეზენტაციო სლაიდები



8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
      ფოტოაპარატი
      კომპიუტერი
      პროექტორი
      ინტერნეტი



9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასს დავყოფ ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით
თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას
      პირველ ჯგუფს დავავალებ  მოიარონ ის გარემო ,სადაც  ცხოვრობენ და ასახონ ფოტოაპარატით ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო ,ამის საფუძველზე გააკეთონ გაზეთი  და   SOS!  შეტყობინების საშუალებით გააფრთხილონ საზოგადოება მოსალოდნელ საფრთხეებზე.
      მეორე ჯგუფს ვთხოვ ,რომ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ და დაამუშაონ მასალა, სადაც წარმოჩენილი იქნება  რისკები და საფრთხეები  დაბინძურებული გარემოდან გამომდინარე.
       პირველი ჯგუფი გაზეთის პრეზენტაციას გააკეთებს ,ხოლო მეორე ჯგუფი კი სლაიდების საშუალებით წარმოადგენენ თავიაანთ საპრეზენტაციო მასალას
      ბოლოს კი გავმართავთ დისკუსიას   - “როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან”.
    


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
·       ქართული ენა და ლიტერატურა.
·       ბუნებისმეტყველება
·       გეოგრაფია

ქართ. VII. 1.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე

ინდიკატორები

·         მოსმენის შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს;
·         ამოიცნობს მთავარ აზრს მოსმენილი ინფორმაციიდან და დასკვნის სახით წარმოადგენს მას აუდიტორიის წინაშე;
·         წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყვება, როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე;
·         მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).

VII კლასი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები
მეცნიერული კვლევა-ძიება

ბუნ.VII.1.
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
ინდიკატორები
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         არჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდითსაველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები)

ბუნ.VII.3.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით
ინდიკატორები
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად


ბუნ.VII.4.
მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება
ინდიკატორები
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ენე ზერეკიძე

12.ხელ მძღვანელ ის ელ. ფოსტა: ezerekidze@gmail.com

13.პროექტ ის ვებგვერდ /ბლ ოგი: https://elenezerekidze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment